პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით: ძალიან ხშირად ხდება ისე, რომ სკოლა და საზოგადოება ერთმანეთთან გათიშულია და თემმა სკოლის ცხოვრების და საქმიანობის შესახებ თითქმის არაფერი იცის. კარგი იქნებოდა ინფორმაცია ჩვენი სკოლის შესახებ სოფლის ყველა მცხოვრებისათვის ხელმისაწვდომი იყოს. ვფიქრობ ჩემი პროექტის საშუალებით შევძლებთ ამას.
პროექტის სრული აღწერა: პროექტის მიზანია შევქმნათ სკოლის ყოველსემესტრული გაზეთი ,,თანადგომა“, რომლის საშუალებითაც თემი უკეთესად გაიგებს რა უჭირს და რა ულხინს სკოლას, რა პრობლემებია, ვინ არიან წარმატებულები, რატომ დაშორდნენ ბავშვები წიგნს, რა არის საჭირო იმისათვის, რომ ამაღლედეს ცოდნის დონე და ხარისხი. რა გზები უნდა დავსახოთ ამა თუ იმ პრობლემის გადასაჭრელად. გავიზიაროთ მოსახლეობის აზრი და გამოცდილება, შეიძლება მათი გამოცდილება მაგალითის მიმცემად გამოადგეთ ბავშვებს ცხოვრებაში.
მონაწილეთა ასაკი/კლასები: 13–15 წელი / VII-IX კლასები.
ვადები/ხანგრძლივობა: N1 2010 წ. 20სექტემბერი–20 ოქტომბერი. N2 2011წ. აპრილი–მაისი.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: სამუშაო ჯგუფის შექმნა, მოსაძიებელი მასალის განაწილება, დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალაზე, კონკურსი გაზეთის ყდის დიზაინზე, მასალების განთავსება გაზეთში, ისტ–ის გამოყენება (ტექსტის კომპიუტერზე აკრეფა, გაფორმება), გაზეთის გავრცელება.
სასარგებლო სხვებისათვის: მოსწავლეები შეიძენენ და გაიუმჯობესებენ უცხო ადამიანებთან საქმიანი ურთიერთობის უნარ–ჩვევებს, გაიღრმავებენ ისტ ტექნოლოგიებთან მუშაობის უნარებს, თემი უფრო დაინტერესდება სკოლის ცხოვრებით და მოხდება სკოლისა და თემის დაახლოება, მშობლები დაგვეხმარებიან სკოლაში არსებული პრობლემების მოგვარებაში, წარმატებულ მოსწავლეთა მშობლები გაუზიარებენ გამოცდილებას სხვა მშობლებს.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ წერისა და მეტყველების კულტურას, გამოუმუშავდებათ კვლევის, დისკუსიების გამართვის უნარი, გამოუმუშავდებათ შემოქმედებითი უნარ ჩვევები, უკეთესად დაეუფლებიან ისტ-ის ტექნიკას.
პროექტის ავტორი: ისტ–ის პედაგოგი ნატო გოგიშვილი
Nato.gogishvili@gmail.com